14:14
29 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იყიდის თუ არა რუსული „ინტერ რაო“ „თელასში“ დარჩენილ წილს - კომპანიის პასუხი
13-08-2020

საპარტნიორო ფონდი“  „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 მილიონ  511 ათას 211 ამერიკული დოლარის ექვივალენტს ლარში. საჯარო აუქციონი 2020 წლის 9 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში ჩატარდება.

„თელასის“ აქციათა 75% „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია, ხოლო დარჩენილი წილი - სახელმწიფოს. სწორედ ამ წილის გასხვისებას გეგმავს საჯარო აუქციონით „საპარტნიორო ფონდი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ხომ არ გეგმავს აუქციონში მონაწილეობის მიღებას და დარჩენილი წილის შესყიდვას „ინტერ რაო“. როგორც რუსულ კომპანიაში განაცხადეს, ისინი აუქციონში მონაწილეობის მიღებას და დარჩენილი წილის შესყიდვას არ აპირებენ. ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმედი აქვთ, რომ კომპანიის ახალ ინვესტორთან კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ექნებათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები