პრეზიდენტი კვლავ არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს არჩევნებზე. გიორგი მარგველაშვილი ამბობს რომ პარტიული ცხოვრებისთვის ამ ეტაპზე მზად არაა. ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს NDI-ის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში. მარგველაშვილის თქმით, ამომრჩეველი თუ პოლიტიკური სპექტრი დაბნეულია. ამასთან პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კურიოზი უწოდა იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" უპარტიო კანდიდატს ასახელებს