04:48
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
21-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, 3 შენობას და 2 სკვერს, მიმდინარეობს გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, აგრეთვე ცენტრალური მოედნისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, სადაც დღეს პრემიერი ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს განუმარტა, პროექტისთვის 4.5 მლნ ლარია გამოყოფილი და ასევე გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტს 567 ათას ლარამდე გადასცემს. მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  დღესვე პრემიერი ქარელსა და კასპშიც იმყოფებოდა.

 

AutoPlay
პრეზიდენტი - პრორუსული ჯგუფების საქმიანობის აკრძალვა ბოლო ნაბიჯია, თუმცა, შესაძლებელია საჭირო გახდეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ბორის ჯონსონი - მჯერა, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება - უახლოეს პერიოდში უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიეწოდება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
კოვიდ კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მატებაა - საავადმყოფოების ნაწილის ინფორმაციით, საწოლები დატვირთულია
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - საქართველო უნდა მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად, რომელიც მან თავად დასახა მიზნად
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ლევან იოსელიანი - თავის წილი პასუხიმგებლობა გააჩნია ოპოზიციას, რადგან თვითონ ამ 12 პუნქტშივე რამდენიმეში ხაზგასმულია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მონაწილე ამ პროცესების
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები