საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს გამართულ აქციას აფასებს და აცხადებს რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. მისი განცხადებით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს ხელისუფლებამ გახსნა დიალოგის ფორმატი და კონსტრუქციულ ოპოზციასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, თუმცა მმართველი გუნდის პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელი დარჩება.