საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა. აღნიშნულ პოსტს ვაზილ ჰუდაკი დაიკავებს.
ღარიბაშვილის თქმით, სპეციალური მრჩევლის, ვაზილ ჰუდაკის ამოცანა იქნება საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში აქამდე მრჩეველი არ ჰყოლია.