პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 21-22 იანვარს უნდა შემდგარიყო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასე აბუჩად მოხსენიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან „დრო ვერ გამონახა“ და „ვერ მოიცალა“, კორექტული არ არის. მისივე განმარტებით, შეხვედრის ფორმატი სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს.