საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. კობახიძემ მადლობა გადაუხადა აღმასრულებელ სტრუქტურებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგის დადგომისთვის. ირაკლი კობახიძემ ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და ბრიუსელში მისი ვიზიტის შედეგები შეაჯამა. კობახიძის თქმით, მათ კოლეგებთან ევროპარლამენტში და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ.