საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსად მისი დანიშვნის ერთ-ერთი კრიტერიუმი გამოცდილებაა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი პარტია უხლოეს მომავალში მაჟორიტერობის კანდიდატებს წარადგენს და შემდეგ კვლავ გააგრძელებს საარჩევნო სიაზე მუშაობას.
კობახიძე აღნიშნავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში იქნება ჩართული შტაბის მუშაობაში და დარწმუნებულია რომ ეს არჩევნები დასრულდება “ქართული ოცნებისთვის” მორიგი ძალიან დამაჯერებელი წარმატებით. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წინსაარჩევნო კამპანია პრინციპულად პოზიტიური და სამომავლო გეგმებზე აგებული იქნება.