ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენირენციურ დაწასებულებაში დღეს მისმა ადვოკატმა, ლელო საქართველოს წევრმა ლევან სამუშიამ და ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულეს. მათი განცხადებებიდან გამომდინარე გვარამია არის მხნედ, შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიცია კი არ შეუცვლია. პარალელურად, აღნიშნულ თემას გამოეხმაურა სახალხო დამცველი და მას აქვს სურვილი შეწყალების საკითზე სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს. ქართული ოცნების თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა თუმცა ეს გადაწყვეტილება აღნიშნულ ინსტიტუტს ზიანს მიაყენებს. რა გზავნილები აქვს რუსთავის ციხიდან ნიკა გვარამიას, როგორ აფასებენ მისი თანამოაზრები მოსამართლის გადაყვეტილებას.