პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთვება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფორმატი, რომელიც შეირჩა, ბევრად უფრო ეფექტური იქნება მუშაობაში.