"ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით გადაწყვეტილება არ მიუღია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიო "პალიტრის" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა.მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება როგორც პოლიტსაბჭოს, ისე უმრავლესობის ფორმატში და ამის შემდეგ მიიღებს მმართველი პარტია გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებით.