სახალხო დამცველის სარჩელი კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ მზადაა. ნინო ლომჯარიას უწყება რადიკალური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს, მოტივით რომ ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს. სარჩელი ახლა სალომე ზურაბიშვილის მაგიდაზე დევს, თუმცა მივა თუ არა ის საკონსტიტუციო სასამართლომდე ეს ჯერ უცნობია. კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვის შესახებ ალაპარაკდა სალომე ზურაბიშვილიც.