"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა. ირაკლი კობახიძის განცხადებით მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ასპექტში არჩევნები მოიგო.
მან ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და განმარტა, რომ რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.