"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს დაანონსებულ აქციაზე აცხადებს, რომ აქცია ორგანიზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ. მისივე თქმით, ოპოზიციას დაგეგმილი აქვს „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურება. თუმცა, კობახიძის განცხადებით, ამ გეგმას შესრულება არ უწერია.