პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში უმრავლესობას მისი ლიდერი წარმოადგენს. რაც შეეხება შეკითხვას, თავად ის თუ შეხვდება პრეზიდენტს, მისი თქმით, თუ შეხვედრა იქნება შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს არის ასეთი შეხვედრის გამართვა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა.