საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს განხილვის პროცესი.
კობახიძის თქმით, შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, წარადგენენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ განხილვის პროცესი ივნისის შუა რიცხვებში, დასრულდება.