მე შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ, - ამის შესახებ ირაკლი ქორიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. როგორც ქორიძემ აღნიშნა, მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია . ირაკლი ქორიძემ შსს-ს მიმართა, რომ ძველი კადრებისგან გაწმინდონ სამინისტრო.ირაკლი ქორიძე იგივე სახის დანაშაულისთვის დაკავებული იყო 2010 წელს, თუმცა 2013 წელს მან სასჯელაღსრულების დაწესებულება გიორგი მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.