20:20
26 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
29-01-2020

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც მოსამართლემ განმარტა, კანონმდებლობით სავალდებულოა, რომ სასამართლომ პირველ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება განიხილოს. მისი თქმით, საქმეში არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვას, სხდომის დასაწყისში ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ის დღეს ვერ დაიცავდა ოქრუაშვილის ინტერესებს და სურდა პროცესის გადადება, ამ განცხადების შემდეგ მან დარბაზი დატოვა.

ვინაიდან სხდომას თავად ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი სხდომას არ ესწრებოდნენ, მოსამართლემ პროცესი გადადო და მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი დღეს ვერ განიხილეს.

სხდომა 10 თებერვალს, 11:30 საათზე გაიმართება.

AutoPlay
ეკა ბესელია ადასტურებს რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავადაც იქნება
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირანის პრეზიდენტი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმას მიხედოს, რომ მათ ქვეყანაში ათასობით ადამიანი გრიპით დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის თენგიზ და ლუკა კალანდიების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებ
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ერდოღანი: რუსეთს არ სურს, დაინახოს იდლიბში არსებული ჰუმანტარული კატასტროფა - თურქეთი უკან არ დაიხევს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დამატებით 115 შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები