თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციას შორის მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების შანსი 80%-ია.
რაც შეეხება შეკითხვას, რომელი პარტიების პოზიციის გამო შეიძლება შეექმნას შეთანხმებას პრობლემა, როგორც ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა "პრობლემა იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ამ შეთანხმებაში მონაწილეობას არ მიიღებს".
ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ "დიდმა ორგანიზაციებმა უნდა დათმონ".
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის პრაიმერის წესით შერჩევის საკითხს, ოქრუაშვილის თქმით, "მანამდე სხვა ტიპის ამოცანებია შესასრულებელი".