შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. მას ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ოქრუაშვილის ტანაგნდელის გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით ტავდაცვის ექს მინისტრის წინააღმდეგ ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს.