ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის როგორც პოზიციები, ისე ქცევა და ქცევის წესი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. ირაკლი სესიაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და განუცხადა, რომ რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული და ვერ ხვდებიან რა არის ძალადობა. მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული არა რომელიმე მხარის ინტერესების, არამედ საჯარო ინტერესების შესაბამისად.