16:24
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ირანი ეროვნულ ვალუტას სახელს უცვლის – რიალი თუმანი გახდება
07-05-2020

ირანის ხელისუფლება ეროვნულ ვალუტას სახელს შეუცვლის. ამის შესახებ ირანის მეჯლისმა (პარლამენტი) გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სახელწოდების შეცვლასთან ერთად, ვალუტის დენომინაციაც მოხდება. კერძოდ, 1 თუმანი 10 ათას რიალს გაუტოლდება.

ვალუტის ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. ვალუტების პარალელური მიმოქცევა 3 წელს გაგრძელდება. ცენტრალური ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კანონის სრული აღსრულება, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში.
თუმანი სპარსეთში 1932 წლამდე გამოიყენებოდა, შემდეგ კი ის რიალმა ჩაანაცვლა, რათა ანგარიშსწორება გამარტივებულიყო.

ქვეყანაში არაოფიციალურ ვალუტად თუმანი ყოველთვის არსებობდა. ირანელები თუმანს თანამედროვე რიალის სხვადასხვა ნომინალს უწოდებდნენ, რაც ბანკებში დაბნეულობას იწვევდა. როგორც ოფიციალური თეირანი განმარტავს, ხელისუფლების გადაწყევტილება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები