ირანის ხელისუფლებამ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ვალუტას - რიალს 4 ნულს მოაშორებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ირანის ხელისუფლების პრესსპიკერმა გააკეთა. ადგილობრივი სააგენტოს dpa-ს ცნობით, ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისკენ ირანის ცენტრალურმა ბანკმაც მოუწოდა.
აღნიშნული ინტერვენციის მიზეზი ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციაა. ნავთობით უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკა ამერიკულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად დააზარალა. ფასები გაიზარდა აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის სურსათსა და მედიკამენტებზეც.