11:33
25 თებერვალი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მეორე წინასწარ მოხსენებას აქვეყნებს
21-01-2020

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" Boeing 737-ის ჩამოგდების შესახებ თავისი მეორე წინასწარი მოხსენება გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოინგი საზენიტო სარაკეტო სისტემიდან გასროლილი ორი რაკეტის შედეგად ჩამოვარდა. მათი ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 6:12 საათზე აფრინდა და დისპეტჩერებთან კონტაქტი 8,100 ფუტის სიმაღლეზე დაკარგა. 6:15 საათზე ბოინგი მეორადი სადამკვირვებლო, ხოლო 6:18 საათზე მთავარი რადარებიდან გაუჩინარდა.

შეგახსენებთ, რომ თეირანთან ახლოს "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომა" გახდა.

AutoPlay
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
"მსოფლიო კორონავირუსის ეპიდემიისთვის უნდა იყოს მზად" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ამერიკელი სენატორები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პირდაპირი ეთერი სასტიკი მკვლელობის ადგილიდან, სადაც გამოძიების მტკიცებით, ახლგაზრდა ბიჭმა დედა და ბებია მოკლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გუდაურში, კაფე-ბარის მეპატრონისა და დაცვის თანამშრომლების ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ოკუპირებული ცხინვალის აფთიაქიდან ქართული წამლები ამოიღეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები