ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი შამხანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ირანის შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და მეზობელი ქვეყნის ლიდერს მოუწოდებს, „ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებში“ არ გაებას. „სამეზობლოს პრინციპების და მოთხოვნების უგულვებელყოფა და ყალბი განცხადებების გაკეთება არ არის ტაქტიანობის ნიშანი“, - წერს ალი შამხანი „ტვიტერზე“. მისი თქმით, აზერბაიჯანს მსოფლიო აღიარებს, როგორც ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით გმირ ქვეყანას. შეგახსენებთ, ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის შემდეგ, 2020 წელს, აზერბაიჯანმა ბარიერი შეუქმნა ნარკოტრეფიკს ირანიდან მანამდე სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით.