ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ორი წლის წინ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს შურისძიება მოუწევს.
"როგორც მთავარი კრიმინალი და მკვლელი, რომელმაც ერაყში სოლეიმანის კოლონაზე თავდასხმის ბრძანება გასცა, უნდა წარდგეს „ღვთის განაჩინების“ წინაშე", - აღნიშნა მან.
რაისიმ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო, რომელზეც დონალდ ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები გასამართლდებიან და დაისჯებიან.
შეგახსენებთ, 2020 წელს ბაღდადის აეროპორტთან აშშ-ის სარაკეტო დარტყმის დროს „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.