ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ თეირანმაც შესაძლოა, გადადგას არაპროგნოზირებადი ნაპიჯები აშშ-ის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის საპასუხოდ.
"ორივე მხრიდან არაპროგნოზირებადი ნაბიჯები ქაოსს გამოიწვევს. პრეზიდენტი ტრამპი ელოდება რომ სხვები იქნებიან პროგნოზირებადი", - განაცხადა ჯავად ზარიფმა სტოკჰოლმში მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებით არ არის დაინტერესებული. თუმცა, მისივე თქმით, ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს ფოკუსირებული იმაზე, რომ აშშ-ი დაუბრუნოს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც გასულ წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ვაშინგტონი გაეთიშა.