ირანის უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის თქმით, "ისრაელი ვერ გადარჩება და განადგურდება".
„ისლამური რევოლუციის რიჟრაჟმა ირანში პალესტინისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი გახსნა. წინააღმდეგობის ფრონტის გაჩენამ სიონისტურ რეჟიმს პრობლემები შეუქმნა. ღვთის წყალობით, სიონისტური რეჟიმი კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ეს ძალა დღითი-დღე იზრდება... ისრაელი ვერ გადარჩება და განადგურდება", - წერს ხამენეი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოებერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმა უარყო ევროკავშირმა.