ირანის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კორონავირუსის ორი შემთხვევა დაადასტურეს. არ კონკრეტდება, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუდგინათ ვირუსი.
"გამოგზავნილი ნიმუშების თავდაპირველი ანალიზი განხორციელდა. ორ შემთხვევაში ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა",- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო მედია წერდა, რომ ქვეყანაში ერთი პირი სავარაუდოდ კორონავირუსით დაიღუპა, თუმცა ინფორმაციას არ ადატურებდა ჯანდაცვის სამინისტრო. ამჯერად ოფიციალურმა პირებმა ვირუსის ორი შემთხვევის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.