ირანში ახალი კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა, - ამ ინფორმაციას "ევრონიუსი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა განაცხადა, რომ ორივე მსხვერპლი თეირანიდან 140 კილომეტრში, ქალაქ ქომში იმყოფებოდა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაინფიცირებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ოფიცუალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე პაციენტი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც, სადაც ვირუსი 9 ადამიანს გამოუვლინდა. ამასთანავე, დაინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული ეგვიპტეშიც.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის შემთხვევები 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.