20:46
4 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
ირბისი იგივე თოვლის ჯიქი: საოცრად ხშირი, რბილი და ლაქებიანი ბეწვის "ქურქი" ზამთარში ხუნდება და წარმატებით ნიღბავს მტაცებელს თოვლიანი პეიზაჟების ფონზე
04-07-2019

ზოოლოგები საუკუნეების მანძილზე იკვლევდნენ ირბისს, რომელიც პირველად გერმანელმა ნატურალისტმა იოჰან შრებერმა აღწერა 1775 წელს. მართალია, მხოლოდ ერთი სახეობით წარმოდგენილი თოვლის ჯიქი, როგორც მას ხშირად უწოდებენ, დიდხანს ფლობდა საკუთარ ოჯახს, მაგრამ 2006 წელს დაკარგა ამგვარი პრივილეგია და მეცნიერების წყალობით დიდი კატების, იგივე პანტერების ოჯახს შეუერთდა, რაც კატეგორიულად გააპროტესტეს პალეოგენეტიკოსებმა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ თანამედროვე ირბისის წინაპარი დაახლოებით 1,5 მლნ. წლის წინ გაჩნდა პლანეტაზე, ინდივუდუალურად განვითარდა და დამოუკიდებელი ოჯახიც წარმატებით შექმნა.

წმინდა აზიური ძუძუმწოვარა მტაცებელი, რომლის გავრცელების არეალი თითქმის 1,25 მლნ. კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, განსაკუთრებულ ინტერესს ცენტრალური და სამხრეთ აზიის - პაკისტანის და ნეპალის, ჩინეთის და ავღანეთის, რუსეთის და მონღოლეთის, ინდოეთის, მიანმასა და ბუტანის, ყაზახეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მთიანი რეგიონების მიმართ იჩენს, სადაც გაშლილ ზეგანებზე, უზარმაზარი ლოდებით დამძიმებულ ფრიალო კლდეებსა და ალპიური მცენარეებით მდიდარ მცირე ხეობებში ამჯობინებს დაბინავებას.

AutoPlay
ყველაფერი, რაც შეიძლება ვიცოდეთ ან არ ვიცოდეთ კიბორჩხალაზე
02-04-2020
როგორ ნადირობენ და რა ცხოვრების წესი აქვთ ეთიოპიურ მგლებს
05-03-2020
ჩინეთის ენდემიკი - ანთარისებრთა ოჯახის წარმომადგენელი შავი რინოპიტეკი - გადაშენების ზღვარზე მყოფი უნიკალური მაიმუნი
26-09-2019
ძუძუმწოვარა, რომლის სახელი "გორგალში შეკრულს" ნიშნავს - ჯავშანში დამრგვალებული პანგოლინი ნაძვის გირჩს უფრო ჰგავს, ვიდრე ხვლიკს
12-09-2019
ერთი შეხედვით მომხიბვლელი ყარყუმი, სინამდვილეში საოცრად აგრესიულია და ადამიანზე თავდასხმასაც არ ერიდება - მას ბეწვის ფერის შეცვლა ამინდის შესაბამისად შეუძლია
05-09-2019
მისი სახელი გრაციოზულს, სწრაფს და კარგი ჯისისას ნიშნავს - მოხდენილი და საოცრად მოქნილი ტომსონის ქურციკი მეხუთე პოზიციით ლიდერობს სწრაფ ცხოველებში
01-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები