საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მისიის ტექნიკური შეფასების გუნდის ჩამოვა და 31 ოქტომბრის არჩევნებს შეაფასებს. შეფასების მისია საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე ჩამოდის.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მისია შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.