ირლანდიის მიერ გაყინული რუსული აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 1,7 მლრდ ევრო შეადგინა. ამის შესახებ გაზეთი The Irish Times-ი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრნდობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უმეტესობა გაყინული აქტივებისა მოდის კომპანიებსა და სხვადასხვა ფონდებზე, რომლებიც რუსულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკუთვნით და მოყვნენ ევროკავშირის სანქციების ქვეშ.
ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში ირლანდიის მიერ გაყინული რუსული აქტივების მოცულობა 840 მლნ ევროს შეადგენდა.