10:27
22 იანვარი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ 25 მაისს ჩატარებულ რეფერენდუმში აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
26-05-2018

 ირლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ 25 მაისს ჩატარებულ რეფერენდუმში აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. ეგზიტპოლების მიხედვით, ლეგალიზებას რეფერენდუმში მონაწილეების 68%-მა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

რეფერენდუმში შესაძლოა 3,2 მილიონ ადამიანს მიეღო მონაწილეობა.

სააგენტო dpa-ს მიხედვით, აბორტის ლეგალიზაციას მხარი ძირითადად ახალგაზრდებმა დაუჭირეს. 18-დან 24 წლის ასაკის ადამიანებში აკრძალვის გაუქმებას 90% მიემხრო.

კათოლიკურ ირლანდიაში 1983 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ „ემბრიონის სიცოცხლის უფლება“ კონსტიტუციაში შევიდა. ამასთანავე, ძირითად კანონში შევიდა შესწორება, რომლის მიხედვით ბავშვს, რომელიც დაბადებული არ არის და მის დედას, სიცოცხლის ერთნაირი უფლება აქვთ.

აბორტის გაკეთების შემთხვევაში ქალს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 2014 წლიდან აბორტის უფლება დაუშვეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს. ამასთანავე, ირლანდიელ ქალებს არ აქვთ აკრძალული აბორტი გაიკეთოს საზღვარგარეთ. 1980 წლიდან 2016 წლამდე ამ უფლებით 170 ათასმა ქალმა ისარგებლა.

AutoPlay
ბაღდადში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
საფრანგეთში ჩასული პირებისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
ჯო ბაიდენმა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა წარადგინა, რომელსაც "ომის პერიოდის ვალდებულება" უწოდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები