გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან, მგონი, ბატონმა ჩემმა კოლეგა "ქოცებმა" საერთოდ გააფრინეს, - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატების ბრალდებებს პარლამენტში სხდომათა დარბაზში გამოწვეულ სუნთან დაკავშირებით. ის ამ საქმეზე მისთვის ბრალის წაყენებასაც არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაასხეს, შედეგა რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. უმრავლესობა მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს.
თავის მხრივ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არსებული ვითარება ტერაქტი გონიათ.