რბილტანიანთა ტიპის და თავფეხიან მოლუსკთა რიგის წარმომადგენელი რვაფეხა, რომელიც წყლის ბინადართა შორის არა მხოლოდ არასიმპათიური გარეგნობით, არამედ გარდასახვის უნიკალური ნიჭითაც გამოირჩევა, დაუღალავი კვლევების მიუხედავად, მეცნიერებისთვის მაინც ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. რვაფეხას საკმაოდ წარმოამადგენლობითი ოჯახი, რომელიც 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს, ტროპიკული, სუბრტოპიკული და ზომიერი სარტყელის ზღვებში, ოკეანეებში ბინადრობს და ჩრდილოეთით შოტლანდიის სანაპირომდე, სამხრეთით კი - ავსტრალიამდე ვრცელდება.