სასწავლო წლის დაწყებამდე ბევრი მშობელი იწყებს ფიქრს იმაზე, როგორ "გამოაფხიზლოს“ არდადეგებისას მოდუნებული ბავშვის გონება და ცდილობს უკეთესი ნიშნებისთვის მოამზადოს.გაჯეტებთან ხშირი ურთიერთობების გამო მოზარდების უმრავლესობას გონებაც გაზარმაცებული აქვს და სწავლისთვის ყურადღების დათმობაც უჭირს. შეწუხებული მშობლები შვილებს სმარტფონებს, პლანშეტებს, ნოთბუქებს ართმევენ და აიძულებენ ცოტა ხნით გარეთ გავიდეს და გაისეირნოს. როგორი უნდა იყოს გასეირნება, რომ ბავშვის ჯანმრთელობას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს და უფრო მეტიც, დადებითი გავლენა ჰქონდეს მის შემეცნებით შესაძლებლობებზე?- ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ოკლენდის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა სცადა.