თავდაპირველად ბრიუსელის იერსახე მონუმენტალური ნაგებობებისგან შეიქმნა, რომელიც მეფის სასახლეს ერტყა გარს. ევროპის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ და ნატომ, რომლებიც აქ 1958-1967 წლებში დაფუძნდნენ, ქალაქის ირგვლივ მაღალი შენობების აგებას შეუწყო ხელი და უწინდებული სავაჭრო ქალაქი ევროპის ადმინისტრაციულ დედაქალაქად იქცა. დღევანდელი ტურისტი აქ საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, ინგლისურად ყველა საუბრობს, ქალაქი სავსეა დემოკრატიული კაფეებითა და ძვირადღირებული რესტორნებით. მოხერხებული განლაგება საშუალებას გაძლევთ პარიზში 1 საათი ჩახვიდე, 2 საათში კი ამსტერდამში ხარ.