იმის თქმა, რომ ზურაბიშვილის დამსახურებაა რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა, რბილად რომ ვთქვა, ძალიან მამაცი ტყუილია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობის პირობებში მიმდინარეობდა და ამ პროცესებში ზურაბიშვილს მონაწილეობა არ მიუღია.პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იხსენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ პროცესს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი წამოეწია, თუმცა მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ჯარის გადაადგილებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.