ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე, იმიტომ, რომ მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან არ გამორიცხა, რომ რომელიმე პარტია შევიდეს პარლამენტში, თუმცა ამასთანავე, გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეყვანის მიზნით, მოლაპარაკებებს უფრო მეტად კონკრეტულ ინდივიდებთან აწარმოებდეს და არა პოლიტიკურ პარტიებთან.