მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო იანვარში რეალის დატოვებას გეგმავს. ავტორიტეტული ესპანური გამოცემების ცნობით, ფეხბურთელს კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს, მეტიც, ისკოს ინგლისის პრემიერლიგაში თავისი ფავორიტი ჰყავს, რომელთა რიგებში გამოსვლაც სურს. ესპანელმა ფეხბურთელმა ხოსეპ გუარდიოლას მანჩესტერ სიტიში თამაშის სურვილი გამოთქვა, ცნობილი ფაქტია, რომ თავად კატალონელი სპეციალისტიც ალარკონის ნიჭის თაყვანისმცემელია და საკუთარ რიგებში ხილვაზე არ იტყვის უარს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელ ფეხბურთელს, ამჟამინდელ მწვრთნელთან, სანტიაგო სოლარისთან უთანხმოება აქვს, რაც მისი კლუბიდან წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.