ისლამისტური დაჯგუფება "ალ-შაბააბის" წევრები სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ერთ-ერთ სასტუმროს თავს დაესხნენ და 5 ადამიანი მოკლეს, 11 კი დაჭრეს. როიტერსის ცნობით, პოლიციამ სასატუმროს ალყა შემოარტყა და ხუთი თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა. თავდასხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს განხორციელდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, დაღუპულია ორი პოლიციელი და სამი მოქალაქე, დაჭრილებს შორის კი რვა მშვიდობიანი მოქალაქე და სამი პოლიციელია. "ალ-შაბააბის" სამხედრო პრესსპიკერმა აბდიაზის აბუ მუსაბმა დაადასტურა, რომ თავდასხმა დაჯგუფების წევრებმა მოაწყვეს. "ალ-შაბააბს" ისლამისტურ დაჯგუფება "ალ-ქაიდასთან" აქვს კავშირები. მისი წევრები, რომლებიც ერთ დროს ქვეყნის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდნენ, 2011 წელს მოგადიშოდან გააძევეს. თუმცა დაჯგუფება სომალისა და მეზობელ ქვეყანა კენიაში თავდასხმებს მაინც ახორციელებს.