ისრაელი პირობას დებს, რომ ღაზას სეტორში მოკლული 8 მოქალაქის საკითხს გამოიძიებს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მხრიდან განხორციელებული ავიაიერიშებს ერთი ოჯახის 8 წევრი მეხვერპლა, რომლეთა შორისაც 5 ბავშვი იყო.
ისრაელში აცხადებენ, რომ მათ შეტევა რასმი აბუ მალჰაუსის სახლზე მიიტანეს, რომლეიც პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი მეთაური იყო და მათ არ ჰქონდათ ინფორმაციას, რომ სახლში სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით თავდასხმა 15 ნოემბერს განაახლა. იქამდე კი "ისლამურმა ჯიჰადმა" და ისრაელმა, ეგვიპტის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, თუმცა, მედიის ცნობით, თავდასხმები ორივე მხრიდან მაინც გაგრძელდა.
სიტუაცია მხარეებს შორის განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, პალესტინელი სამხედრო მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლეს.