ისრაელის პარლამენტმა მუშაობა დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ დეპუტატს, სემი აბუ შაჰადეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. პარლამენტმა ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურში ყოფნა აუცილებელი არ არის, დროებით დაითხოვა, საკომიტეტო შეხვედრები კი გადადო.
"მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჩემს სიახლოვეს ყოფნა მოუწია, ტესტი ჩაიტარონ", - წერს დაინფიცირებული დეპუტატი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
ცნობისათვის, ისრაელში კოვიდ-19-ის 17 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 290 ადამიანი. ისრაელმა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელმა იკლო.