ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა მეტოქემ ბენი განცმა სამთავრობო კოალიციის ერთად ჩამოყალიბებაზე უარი განაცხადა.
განმეორებითი საპარალამენტო არჩევნების შედეგად ნეთანიაჰუს მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკის "ლიკუდის" პოზიციები გაუარესდა. ხმების 97 პროცენტის დათვლის შემდეგ მას 120 კაციან კნესეტში 31 მანდატი აქვს. ხოლო მემარცხენე-ცენტრისტულ ალიანსს, რომელსაც ბენი განცი მეთაურობს - 33. მთავრობის ფორმირებისთვის კი 61 წევრია საჭირო. შესაბამისად ნეთანიაჰუმ ერთობლივი კოალიციის ჩამოყალიბება სწორედ ბენი განცს შესთავაზა. თუმცა, უარი მიიღო.
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები სამშაბათს ჩატარდა.