12:12
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს
03-12-2021

ლონდონის მკვიდრი სტივ ვერზი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ხელოვნური თვალი ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით უფრო რეალისტურია და უფრო სწრაფად მზადდება.
„20 წლის ასაკიდან თვალის პროთეზს ვიყენებ. როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, სარკეში ვიყურებოდი და ძველი პროთეზი არ მომწონდა. ახალი თვალი ფანტასტიკურად გამოიყურება, 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ის კიდევ უფრო დაიხვეწება“, - ამბობს 47 წლის სტივ ვერზი.
აღსანიშნავია, რომ თუ ჩვეულებრივი პროთეზის დასამზადებლად 6 კვირაა საჭირო, 3D-პროთეზი 2-3 კვირაში მზადდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები