დასაქმების ახალმა პროექტმა "ისწავლე და იმუშავე" სტარტი უკვე აიღო. ის დასაქმების მსურველებს სრულიად ახალ და უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის ინიციატორია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანია - "პალიტრა მედია ჰოლდინგი". პროექტის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები სრულიად უფასოდ გადამზადდებიან. ერთვიანი ინტენსიური სწავლებისა და პარაქტიკების გავლის შემდეგ საუკეთესო მონაწილეები ჰოლდინგის სხვადასხვა კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით დასაქმდებიან. მონაწილეები შეისწავლიან: გაყიდვების მენეჯმენტს, მოლაპარაკების ტექნიკებს, რეკლამის გაყიდვებსა და კონტენტმარკეტინგს. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი.