იტალიამ შიდა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. მოაქალაქეებს ქვეყნის შიგნით მიმოსვლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ. იტალიელებს აღარ მოეთხოვებათ წარმოადგინონ დოკუმენტი, რომელიც რეგიონებს შორის მათი გადაადგილების საჭიროებას ადასტურებდა.
შემსუბუქდა ევროპის ქვეყნებიდან მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებიც. კონკრეტულად, კი დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემსვლელ მგზავრებს 14 დღიანი კარანტინი აღარ მოუწევთ. ზომების შემსუბუქებისთანავე ხალხის ნაკადი გაიზარდა აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში. მნიშვნელოვნად იმატა ავტობანებზე მანქანების რიცხვმაც.
მგზავრთა ნაკადის გასამკლავებლად იტალიის სახელმწიფო რკინიგზამ ქვეყნის მასშტაბით რეგულარული რეისები დაამატა. ჩასხდომამდე მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ.