იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 24-საათში 919 ადამიანი შეადგინა. ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9134 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციათა კომისარმა დომენიკო არკურიმ განაცხადა.„დღევანდელი მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულია 589 ადამიანი, მთლიანობაში ჯი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10950 პაციენტი“ - განაცხადა არკურიმ საღამოს გამართულ ბრიფინგზე.მთლიანობაში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 66 414 იტალიელი.