იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი ადასტურბს. ამასთან, იტალიის ჩრდილოეთით ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 200-ს აღწევს.
იტალიის მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტი 88 წლის იყო. დანარჩენი ოთხი დაღუპული ასევე ასაკიანები იყვნენ, ამსთან, მათგან სამს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინია გამოაცხადებული, 50 000-მდე ადამიანს სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქების დატოვების უფლება არ აქვს. ხელისუფლებამ ვენეციის ცნობილი კარნავალისა და ყველა სპორტული ღონისძიების პირველ მარტამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.